ხოხბის ყელივით ლამაზი ქალი გადმოდგა მთაზედა ჩემკენ იღიმის მაცდურად ბინდი გადმეკრა თვალზედა ნეტავი თუ გყავს ქმარია მარტო რად გიშვებს წყალზედა ჩემი რომ იყო ლამაზო არ მოგიცილებ მკლავზედა ნეტავი თუ გყავს ქმარია მარტო რად გიშვებს წყალზედა ჩემი რომ იყო ლამაზო არ მოგიცილებ მკლავზედა შენს თავს არავის დავუთმობ ვფიცავ ამ ჩემსა მზესაო შენთვის გავწირავ სიცოცხლეს შენთვისა შევძრავ მთრებსაო ბევრს არასა გთხოვ მისმინე ამ ჩემი გულის კვნესაო ამაღამ ჩემთან გადმოდი არაკებს გეტყვი ბევრსაო ბევრს არასა გთხოვ მისმინე ამ ჩემი გულის კვნესაო ამაღამ ჩემთან გადმოდი არაკებს გეტყვი ბევრსაო ჩაძინებულს რომ გნახვიდე შვლის ნუკრის თვალებიანო ქალავ შენს ახლოს ვერ მოვალ გული არ შაგიფრთხიალო მარტო დაგხედავ მძინარსა ჩუმად რომ შაგეხმიანო იქნებ ჩურჩულით შაგკითხო რა გესიზმრება ფრთიანო მარტო დაგხედავ მძინარსა ჩუმად რომ შაგეხმიანო იქნებ ჩურჩულით შაგკითხო რა გესიზმრება ფრთიანო ნეტავი თუ გყავს ქმარია მარტო რად გიშვებს წყალზედა ჩემი რომ იყო ლამაზო არ მოგიცილებ მკლავზედა ნეტავი თუ გყავს ქმარია მარტო რად გიშვებს წყალზედა ჩემი რომ იყო ლამაზო არ მოგიცილებ მკლავზედა