Kishore Kumar Hits

Fula Calypse - Sarkidan текст песни

Исполнитель: Fula Calypse

альбом: Sarkidan


Ვთმობ უპირატესობას, ხელიდან ვუშვებ სადავეს
Და ის ტიპი მე რომ მგავს იმისას ვეძებ სათავეს
Მე არ ვიცი შენ ძალა დაგატანეს, არ დაგატანეს
Ფაქტია, არაფერი არ გამოგატანეს
Საკუთარ თავთან დარჩენა მსოფლიოს თუ გადარევს
Ნიშნავს ვიღაც ზემოთ გეგმას წარმატებით ატარებს
Გიმეორებ ფაქტია, შენ ეკითხები ცაგარელს
Სადაც ბევრი თაგვია სიტუაციას კატა რევს
Ფარდობითობის კანონი გვაქვს, ვერავინ აფარდებს
Ვერ უახლოვდება ჰორიზონტს და მაინც საზღვარს წევს
Იქ ჩამკეტი ლოდი იყო, ის ლოდი იქ აღარ დევს
Მედიცინა მომაკვდავს, შენი რწმენა მკვდარს აღადგენს
Ისევ ხალხი თავის ბოდვას კი არ ბოდავს ღაღადებს
Იქნებ სადმე საღი აზრი საღ ადგილას საღად დევს
Როგორც განძის მაძებარი ისე ვეძებ ამ აზრებს
Შენ უბრალოდ მზად იყავი, ეჭვები რომ გამართლდეს?
Ჩემზე რომ ფიქრობ ფიქრებს
Მე მაგაზე ფიქრები მართობს
Რომ დამეგობრებოდი სიბრძნეს
Არც დანას იხმარდი და არც თოფს
Მე გითხარი არ ვცნობ სივრცეს
Და მის შესაბამისად არც დროს
Მინდა რეალობად იქცეს
Რასაც ჩვენს ენაზე ვეძახით ამბოხს
Თუ შენში დემონი სახლობს
Შენ ნახავდი დემონურ სიზმრებს
Იქ ჩემს შავ გეტოსთნ ახლოს
Თეთრმა ანგელოზებმა მითხრეს
"რაც აქ არ არის, აქ არ დევს
Რაც იქ დევს, ის იქ დევს."
Როდის დაუშვებენ ფარდებს
Და როდის მოიხსნიან ნიღბებს?!
Პირველი ჭრილობის მიღებამ შემდეგი ჭრილობა თუ გაგიადვილა
Არ განმეორდება შეცდომა მეორედ, სინანულმა გაგიბათილა
Იყო თუ არა იქ მცდელობა სხვა რამის, საბოლოო ჯამში გაწირა
Იყო თუ არა იქ სერობა, იქ მაინც ყველამ თავისთვის ისადილა
Ყველამ თავისთვის ინადირა
Აქ უკვე თავიდან მოქმედებს სატირა
Უკან სიარულით წადი რა!
Და ფარული გახადე ცხადი!
Აქ მაინც გაჩერდი, კარგი რა!
Რით ვერ ამოლაგდი მაგ ბარგიდან
Წეღან შენ გამოხვედი არკიდან
Და სხვამ შემოგხედა სარკიდან

Поcмотреть все песни артиста

Другие альбомы исполнителя

Похожие исполнители

Kay G

Исполнитель

SKAZZ

Исполнитель