Ოდესღაც ბაღი Ხეივანით Ახლა ნანგრევი Კედლები Ქვები Სადღაც კვალი Ნამინანქრევი Ტყე Დაბურული Ხავსიანი Ქვის შადრევანი Ტერფი Სანდალი Მოზაიკა Ყურძნის მტევანი Მზე Ფოთლებს შორის Წყარო Დოქი Ჩრდილში ისვენებს Თმა და თმის Სარჭიკების Გასწვრივ Მძივი Კისერი Თეთრი კისერი Სწორი ცხვირი Ოდნავ ტეხილი Ნაკვთები სავსე Შუქჩრდილებით Მწიფე ხეხილი Მკერდის Რომელსაც Სამოსელი Ამხელს Ტილოსი Წელზე დოინჯი Თეძო მკვრივი Მარმარილოსი Სურათი ძველი Წარუვალი სიზმრის Სურათი Შენ დგახარ Ბაღში Წყლის თუ Ღვინის Სავსე სურათი