Kishore Kumar Hits

ლელა წურწუმია • Lela Tsurtsumia - Verkhvebi - Live текст песни

Исполнитель: ლელა წურწუმია • Lela Tsurtsumia

альбом: Live


რაღაც უცნაური შემთხვევით
ისევ შეერთდება გზა
ალბათ ერთხელ კიდევ შევხვდებით
და ნუ ამარიდებ თვალს
ვიცი დავიბნევი მე ამ შეხედვით
და ბავშვივით თვალებს დავხრი ძირს
რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ვერხვები
ჩვენ კი მაინც ვხვდებით რა გვჭირს
ალბათ მარტოობას ვეჩვევით
ვეღარ დავემალე დარდს
იქნებ ნაადრევად ვბერდებით
მაინც სიყვარულის გვწამს
მოდი მოგონებებს ნუ შევეხებით
და ცოტახნით მივენდოთ ამ წამს
რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ვერხვები
ჩვენ კი მაინც ვერ ვხვდებით
თურმე მონატრება გვკლავს
ფიქრი არ გვანებებს თავს
შორს კი არაფერი ჩანს
სევდა იქცა წარსულად
რამდენი დრო გასულა
რაღაც უკვე დასრულდა
რაღაც უცნაური შემთხვევით
ისევ შეერთდება გზა
სადღაც ერთხელ კიდევ შევხვდებით
და ნუ ამარიდებ თვალს
ვიცი დავიბნევი მე ამ შეხედვით
და ბავშვივით თვალებს დავხრი ძირს
რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ვერხვები
ჩვენ კი მაინც ვერ ვხვდებით
მოდი მოგონებებს ნუ შევეხებით
და ცოტახნით მივენდოთ ამ წამს
რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ვერხვები
ჩვენ კი მაინც ვერ ვხვდებით
იქნებ ნაადრევად ვბერდებით
მაინც სიყვარულის გვწამს

Поcмотреть все песни артиста

Другие альбомы исполнителя

Похожие исполнители

1/4

Исполнитель