თუნდ ჩემს ირგვლივ ხის ფოთლებიც ნაღვლიანად ბაასობდნენ შენს სიყვარულს თუ მაჩუქებ არ მოვკვდები არასოდეს. გინდ ცხოვრება გამიმწარდეს ტკბილი წამი არ მახსოვდეს შენს სიყვარულს თუ მაჩუქებ არ მოვკვდები არასოდეს. გიორგობის თვეო, ნატვრით ამავსეო ჩამახედე სევდის თვალებში ჩემო სიცოცხლეო, ფიქრად დამღვარეო არ მომაკლო შენი ალერსი. თეთრი ზამთრის მოლოდინი ეგ თითები თოვლისფერი მომაფერე გევედრები უსასრულოდ იყავ ჩემი. გინდ ვარდები არ ვარდობდეს გინდ დილა არ ლამაზობდეს თუ სიყვარულს არ წამართმევ არ მოვკვდები არასოდეს. გიორგობის თვეო, ნატვრით ამავსეო ჩამახედე სევდის თვალებში ჩემო სიცოცხლეო, ფიქრად დამღვარეო არ მომაკლო შენი ალერსი. გიორგობის თვეო, ნატვრით ამავსეო ჩამახედე სევდის თვალებში ჩემო სიცოცხლეო, ფიქრად დამღვარეო არ მომაკლო შენი ალერსი.