Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Fiso текст песни

Исполнитель: დაგდაგანი

альбом: Ukanaskneli Ghame Dedamitsaze


მე და ჩემი ქალი ვსვამდით ყოველ დღე
და ცოტა ხანში მითხრა მან ვეღარ ვუძლებ მე
ალკოჰოლი მიშლის ღვიძლს და სულ სკდება თავი
მოტორული დისფუნქციის შეგრძნება მაქვს მძლავრი
ყველა ისე მექცევა თითქოს მაქვს მათი ვალი
თითქოს სულ ყველაფერი დღეს იყოს ჩემი ბრალი
ყოველ ღამე ძილი უფრო და უფრო რთულდება
როცა დარჩენილი ცხოვრება წინ გელოდება
მე გავუღიმე და ვუთხარი ნუღარ ღელავ ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო
გახსოვდეს სადაც შენ ხარ და სადაც იმყოფები
არაფერი არ არის როგორც უნდა იყოს

ჩვენ გავაგრძელეთ სმა და გავიდა ბევრი ღამე
თვალებშიც დამიბნელდა და უკვე ვეღარ ვჭამ მე
გამითავდა ფული უკვე მეზიზღება თავი
მაგრამ რას იზამ ცხოვრება სულ ეგეთი არის
ბევრი რამე ვნახე რასაც მე დავივიწყებდი
რაზეც დიდი სიამოვნებით არ ვიფიქრებდი
რისგანაც მიქრება ხოლმე ამ თვალებში იმედი
და სულ ყველა ცოცხალ-მკვდარის სიყვარულის მიზეზი
და გამიღიმა ქალმა მითხრა ნუ ღელავ ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო
გახსოვდეს სადაც შენ ხარ და სადაც იმყოფები
არაფერი არ იქნება როგორც უნდა იყოს

ჩემი ერთ მეგობარი ფანჯარასთან იდგა
ხელზე ჰქონდა ოცდახუთჯერ გადასმული ბრიტვა
მითხრა აღარ შემიძლია მეზიზღება ყველა
ცხოვრებაში უკვე კარგს ვეღარაფერს ვხედავ
მე გავუღიმე და ვუთხარი ნუღარ ღელავ ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო
გახსოვდეს სადაც შენ ხარ და სადაც იმყოფები
არაფერი არ იქნება როგორც უნდა იყოს
და ზოგ ხალხს თითქოს ყველაფერზე პასუხები აქვთ
მაგრამ ეს უბრალოდ მხოლოდ ჩვენთვის ასე ჩანს
როცა გიჭირს გაიღიმე და იფიქრე ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო


Поcмотреть все песни артиста

Другие альбомы исполнителя

Похожие исполнители

SKAZZ

Исполнитель