Kishore Kumar Hits

დაგდაგანი - Didi Bavsvhebi текст песни

Исполнитель: დაგდაგანი

альбом: Kofierebis Autaneli Sidzulvili


გარეთ ბევრი ხალხია და ყვირილები ისმის
მდიდარი ბიძია მის შემოსავალს ითვლის
ექიმები მიდიან არც უყურებენ ყველას
ამდენი ხნის მერე მათაც გაუჩდათ ჩვევა
და როცა მეღიმება მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ
ვინც კი შემოდის მე ვერავის ვერ ვცნობ
ზოგჯერ კიდევ მგონია რომ უკვე ვხედავ ნათლად
რა უნდა ყოფილიყო და რაც იყო მართლა
და ეს დიდი ბავშვები ჭამენ პატარა ბავშვებს
მართავენ ომებს და არ მარხავენ გვამებს
და ყოველთვის იძებნება კარგი გამართლება
როცა სხეულები ერთმანეთზე დალაგდება

და ყველაფერი რაც იყო თქვენ ჩვენ გვაპატიეთ
სიკვდილი კვლავ შინ მოიხმობს თავის უძღებ შვილებს
მერე მოვა კიდევ ერთი ასეთივე წელიც
ის მოგიხმობთ და დადგება მაშინ რიგი თქვენიც
და ეს დიდი ბავშვები ჭამენ პატარა ბავშვებს
მართავენ ომებს და არ მარხავენ გვამებს
და ყოველთვის იძებნება კარგი გამართლება
როცა სხეულები ერთმანეთზე დალაგდება

და ეს დიდი ბავშვები ჭამენ პატარა ბავშვებს
მართავენ ომებს და არ მარხავენ გვამებს
და ზოგმა არც იცის ამაში აზრი თუ არის
სანამ ტყვიამფრქვევით მას უნაწევრდება თავი
და ეს დიდი ბავშვები ჭამენ პატარა ბავშვებს
მართავენ ომებს და არ მარხავენ გვამებს
და სანამ ერთმანეთზე დალაგდება ყველა
ალბათ იქამდე შენი თვალიც მიეჩვევა


Поcмотреть все песни артиста

Другие альбомы исполнителя

Похожие исполнители

SKAZZ

Исполнитель