Kishore Kumar Hits

Ennui - A Moment in the Void текст песни

Исполнитель: Ennui

альбом: The Last Way


ეს დღეები ბნელ ღამეზე შავია,
და ღამეებს დღისგან ვერ ვაარჩევ.
ამ უფსკრულის თავზე ვარ გადახრილი,
საიდანაც ექო ხმას არ გამცემს.
ცარიელი წამი უკანასკნელი
მომანიჭებს შვებას სანატრელს,
მარტოსული დღეებისგან ჯაჭვები
ჩამოხეულ ცხოვრებაზე დარჩეს.
გამხმარ გულზე, გამოფიტულ, ნემსებად
დასობილი ცრუ სიცოცხლის სევდა.
ჩემი გულის დაობებულ საკანიდან
ნაკადივით გარეთ ედინება.
და იმედის დამფერფლავი სიმწარე
მოეფინა წარსული დროს ქარებს,
მიგუდულად მიჩურჩულებს სიჩუმე:
"არ გეღირსოს მიწა შენ სამარედ,
არ ამყოფოს სული შენი ნათელში,
არ იყოს ქვეყნად ხსოვნა შენი,
დაე გაქრე, წამის გაელვებაში,
დაე გაქრე ამ უსასრულო დროში..."

Поcмотреть все песни артиста

Другие альбомы исполнителя

Похожие исполнители

URZA

Исполнитель