Kishore Kumar Hits

Niaz Diasamidze - Sipi текст песни

Исполнитель: Niaz Diasamidze

альбом: Omi da Tavisufleba


ეს ერთი წამი, როდესაც შემთხვევით გახედავ ცას
და მზერას დახვდება ნიავი, სუნთქვა გალაქტიკების
სიჩუმე ვარსკვლავთა, ხმაური დროის
უსათაურო განცდა სურვილის
ეს წამი, ფიქრის გარეშე
უსასრულობით სავსე სიცარიელე
ამ წამში ისმის სიჩქარე სინათლის და
დედამიწა, როგორც ბაქანი, მგზავრებს ხვდება და ემშვიდობება
ეს სიყვარული ეჭვის გარეშე, გარეშე სხეულის
მხოლოდ შეგრძნება შეგრძნების
ერთდროულობა პოვნის და დაკარგვის
და შემდეგ, როდესაც ვბრუნდები აწმყოს ზღაპარში
მე ისევ მიკვირს ამპარტავნება უგუნურ თავთა
გაუმაძღრობა ძალაუფლებით უთანასწორო ბედის მორევში

Поcмотреть все песни артиста

Другие альбомы исполнителя

Gza

2001 · альбом

Похожие исполнители