წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო მწყურვალს დაგტოვებს, ჩაიჰყვები ვინცო ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო შენთვინ თუ უთქვამთ, პატარა ქალო მე იმ ასაკში არ ვარ ახლა არც იმ ჭკუაზე ვარ რომ ცოლ-შვილს გავეყარო მაგრამ შამომიჩნდა სურვილის მახრა პატარა ქალო და უნდა გაგეყარო მაგრამ პატარა გოგო ტოლებში დაიქრის და შენი მახრა ფეხებზე ჰკიდია თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია და იგრე ჩამოივლის მიწა გასახეთქი ვითომც ქვეყანაზე მარტო ეგ ერთია როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში გოგო იგეთია და გოგო აგეთია წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო მწყურვალს დაგტოვებს, ჩაიჰყვები ვინცო ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო შენთვინ თუ უთქვამთ, პატარა ქალო