Kishore Kumar Hits

Lela Tsurtsumia - Ver Agisrule текст песни

Исполнитель: Lela Tsurtsumia

альбом: Popularuli Duetebi


Ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი
Ისევ მოვედი შენთან
Შენს ლურჯ ფანჯრებზე დნება აპრილი
Და სილამაზე ფერთა
Ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი
Ისევ მოვედი შენთან
Გადამიფრინდი, ჩიტის ბარტყივით
Ბევრი ვიარე ერთმა
Მომდევდნენ წარსულ, დღეთა ლანდები
Ვერ დავემალე ვერსად
Ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი
Ისევ მოვედი შენთან
Სხვა სიყვარულის უცხო ნაპირი
Არ არსებულა ქვეყნად
Სულმა სიამე შენთან განცდილი
Ვეღარსად ჰპოვა, ვერსად
Არ აგისრულე, რასაც დაგპირდი
Მე ისევ მოვალ შენთან
Მომდევდნენ წარსულ, დღეთა ლანდები
Ვერ დავემალე ვერსად
Გული საოცარ, დარდით დაჭრილი
Ფეთქავს და აღარც ფეთქავს
Ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი
Ისევ მოვედი შენთან
Ბოლომდე შევსვი სევდის ფიალა
Მაბნევს სიმუქე ფერთა
Მინდა მოგიძღვნა მთელი სიცოცხლე
Შენ სიყვარულის ერთავ
Ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი
Აი, მოვედი შენთან
Სხვა სიყვარულის უცხო ნაპირი
Არ არსებულა ქვეყნად
Სულმა სიამე შენთან განცდილი
Ვეღარსად ჰპოვა, ვერსად
Არ აგისრულე, რასაც დაგპირდი
Მე ისევ მოვალ შენთან
Სხვა სიყვარულის უცხო ნაპირი
Არ არსებულა ქვეყნად
Მომენატრე და ვეღარ გავძელი
Ისევ მოვედი შენთან
Არ აგისრულე, რასაც დაგპირდი
Მე ისევ მოვალ შენთან
Მე ისევ მოვალ შენთან
Მე ისევ მოვალ შენთან

Поcмотреть все песни артиста

Другие альбомы исполнителя

Live

2007 · альбом

Похожие исполнители